ძამას ხეობა
![]() |
ბატეთიიი |
50–მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი და ახალი ეკლესია–მონასტრები, ციხე–სიმაგრეები, კოშკები, გამორჩეული ისტორიული და ბუნების ძეგლები – საქართველოს ეს სიმდიდრე ძამას ხეობაში მდებარეობს. თბილისიდან ხეობის მიმართულებით დაახლოებით 160-170 კმ-ია სავალი და ერთ დღეში მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ძირითადი ძეგლების მონახულება შესაძლებელია.
- „ამბიონი“ ძამას ხეობით დაინტერესებულ პირებს ამ მხარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ.
გიორგი დვალაშვილი (გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი): “მდ. ძამას ხეობა, რომელიც წარმოადგენს მდ.მტკვრის მარჯვენა შენაკადს, ქალაქ ქარელთან უერთდება. სიგრძე დაახლოებით 40 კმ.-ია.მდინარის აუზის ფართობი გახლავთ 340 კვ. კმ. და აღემატება აბაშის მუნიციპალიტეტის ფართობს (აბაშის მუნიციპალიტეტის ფართობი 322 კვ.კმ.). მდინარე სათავეს იღებს თრიალეთის ქედიდან, დაახლოებით 2150 მ. სიმაღლიდანდა უერთდება რამდენიმე მდინარე, მათ შორის ტყემლოვანის წყალი – ერთ–ერთი ყველაზე დიდი შენაკადი, სათიბე და ბატეთის წყალი.
ძამას ხეობა საინტერესო გეოგრაფიულ და ბუნებრივ პირობებში მდებარეობს. ამ ხეობაში ძლიერი ქარი არ ქრის, ჩაკეტილი ხეობაა და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე ზღვის დონიდან ზოგიერთ ადგილას 2 000 მეტრამდეც აღწევს,ბუნებრივი პირობები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეს ტერიტორია მჭიდროდ დასახლებული ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი ნასახლარი, თუ ნაეკლესიარი, რომლის საფუძველზეც ეს ხეობააღორძინდა. ბოლო პერიოდში აქ იმდენად მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს,შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მრავალრიცხოვან ხეობებს შორის ეს ხეობა ყველაზე მეტადაა გამორჩეული ისტორიული ძეგლებით, აღდგენილი თუ ახლადაშენებული ეკლესიების რაოდენობით. ტაძრების ნაწილი აღდგენილია ძველ ისტორიულ ადგილას.
- სოფელ ორთუბნის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი კოშკი და დედათა მონასტერი, რომელიც ფუნქციონირებს. გვერძინეთის ტერიტორიაზე აღდგენილია უძველესი ეკლესია-მონასტრები. აღსანიშნავია ელბაქიანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სარკინეთის მონასტერი, რომელიც თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით კლდეშია გამოკვეთილი და დღეს აქ წირვა-ლოცვა აღევლინება. სარკინეთის მსგავსი მტკიცე ქანებში გამოკვეთილ გამოქვაბულშიარსებული ტაძარი საქართველოში არ გვხვდება.
ბევრი ტაძარი, რომელიც დღეისათვის ამ რეგიონში ფუნქციონირებს, იმეორებს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების სახელებს. მაგალითად, აქ გვხვდება ტბეთის ეკლესია, რომელიც ყინწვისიდან 20 კმ.–ითაა დაშორებული.აქ არის ბანას, ოპიზას, შატბერდის ტაძრები, რომლებიც ფუნქციონირებენ და სამონასტრო კომპლექსებს წარმოადგენენ. არქიტექტურული თვალსაზრისით ეს ძეგლები განსხვავებულია. ტოპონიმები, რომელიც ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე გვხვდება, ამ ხეობაში ადრე არ ფიგურირებდა და დღეს ქართველებში გარკვეულ სიამაყეს აღძრავს.
გამორჩეულია ქოზიფას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდ. ტყემლოვანას ხეობაში მდებარეობს. აქ მცირე ნასახლარები იყო, დღეისათვის კი დიდი მონასტერია. მიმდინარე წლის ზამთარში აქ სენაკები დაიწვა და საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა სამონასტრო კომპლექსს, თუმცა დაწყებულია ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები. ქოზიფას კომპლექსის მთლიანი გეგმა საამაყოა და მალე ერთ–ერთი გამორჩეული კომპლექსი იქნება მთელ საქართველოში.
აღსანიშნავია შუანოს მონასტერი. იგი დაახლოებით 1 800 მ.–ზე მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან. შუანო ძამას ხეობაში ყველაზე მაღალზე არსებული სამონასტრო კომპლექსია. იგი მდებარეობს საავტომობილო გზაზე და ძამას ხეობას გუჯარეთის წყლის ხეობასთან და ბორჯომის რაიონთან აკავშირებს. შესაძლებელია გუჯარეთის ხეობაში გადასვლაც, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს დაცლილია და იქ სამონასტრო კომპლექსები თუ დასახლებული პუნქტები აღარ გვხვდება. ამ გზით ბორჯომის მიმართულებით გადაადგილებაც შესაძლებელია.
ძამას ხეობაში ათეულობით ისტორიულ ძეგლთან ერთად გამორჩეულია ბატეთის ტბა, რომელიც ნასოფლარ ბატეთიდან ახლოს მდებარეობს.მართალია, ბატეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და ბატეთს წითელწიგნში არსებული ძეგლის სტატუსი შენარჩუნებული აქვთ, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივი ძლიერ არის გაჩეხილი, აგრეთვე, მისასვლელი გზის სირთულის გამო წვიმიან ამინდში გადაადგილება შეუძლებელია.
თითქმის შეუძლებელია საავტომობილო გზით მიმოსვლა აბუხალოს კომპლექსის მიმართულებით. კომპლექსი კლდეშია ნაკვეთი. მიმდინარე ზამთარს აქ ოთახები ჩამოქცეულა.დაყუდებული ბერი იმ ადგილიდან ხეობაში დაბლა ყოფილა ჩამოსული და შემთხვევით გადარჩენილა ჩამოშლის პროცესში ნანგრევებში მოყოლას. აბუხალოსთან ახლოს არის 25 მ. სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საინტერესო ბუნების ძეგლს წარმოადგენს. აბუხალოს ხეობით, ძირითადად საფეხმავლო მარშრუტით, შეიძლება მოხვდე საინტერესო მწვერვალზე, რომელსაც ჰქვია ბარძიმჯვარი, საიდანაც კარგად მოჩანს ქართლის ტერიტორია.
ძამას ხეობის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ცხოვრობდნენ ოსები. მათი დიდი ნაწილი ამ ხეობიდან წავიდა… მცირე რაოდენობით არიან ეკომიგრანტები აჭარიდან, თუმცა სოფლები თუ ნასოფლარები მასობრივად არ გახლავთ დასახლებული. ამავდროულად, მომატებულია საეკლესიო მოღვაწეთა რაოდენობა და თითქმის ყველა მონასტერი მოქმედია. ის სასულიერო პირები, რომლებიც აღდგენილ თუ ახლადაშენებულ მონასტრებში მოღვაწეობენ, ხეობის მკვიდრ მოსახლეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ.“
გეოგრაფ გიორგი დვალაშვილის თქმით, ტურისტებში ძამას ხეობის მონახულების ინტერესი დიდია, თუმცა ყინწვისის იქით ძალიან ცოტა ქართველი ტურისტი თუ ადის. უცხოელები კი თითქმის არ შეიმჩნევიან, რადგან ამ ხეობის შესახებ ნაკლები ინფორმაციაა. თუმცა აქ არსებული ჩანჩქერი, ტბა და საინტერესო გარემო, ალბათ, მომავალში ტურისტულ მიმართულებასაც შესძენს ამ ხეობას. თუ საავტომობილო გზის აღდგენა მოხდება, სანიაღვრე სისტემებისპრობლემა მცირედით მაინც მოგვარდება დაროგორც მრევლის, ასევე ტურისტების რაოდენობა მოიმატებს.
ნოქალაქევი
ნოქალაქევი ანტიკური და ადრექრისტიანული ხანის კოლხეთის (ეგრისის) პოლიტიკური ცენტრი, ლაზიკის სამეფოს დედაქალაქი (IV-VIII სს.) იყო. მდებარეობს მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ზე (მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს). საისტორიო ტრადიციით, ციხე-ქალაქი პირველად აუშენებია ეგრისის ერისთავ ქუჯის (ძვ. წ. IV-III სს), სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქის ძველი სახელწოდება ციხეგოჯი (ქუჯის ციხე). შემდგომი ხანის ბერძნული წყაროები ამ ქალაქს უწოდებენ არქეოპოლისს (ქართ. ძველი ქალაქი~ ანუ ნაქალაქარი, ნოქალაქევი). ზოგიერთი მკვლევრის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.
![]() |
Add caption |
ამ ადგილზე ციხე-ქალაქის აშენება სამხედრო-სტრატეგიული მოსაზრებით და ჭარბი მოსახლეობით იყო განპირობებული. არქეოპოლისი აუღებელი ციხეა ირან-ბიზანტიის `ეგრისის დიდი ომის~ პერიოდში (542-562 წწ.). 736 წელს ქალაქი აიღო და მოაოხრა არაბმა სარდალმა მერვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ). ამის შემდეგ ციხეგოჯის მნიშვნელობა დაეცა. XVI-XIX სს-ში ნოქალაქევი ოდიშის მთავრების რეზიდენციას წარმოადგენდა.
ნოქალაქევი 3 კმ. სიგრძის გალავნითაა შემოზღუდული, 19 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 3 ნაწილისგან შედგება: ქვედა ქალაქის, შუა ციხისა და ციტადელისგან. საქალაქო დასახლება მდებარეობდა მდინარის პირზე, გარნიზონი ფერდობზე იყო დაბანაკებული, ხოლო ციხის ციტადელი მთაზე (4 ჰა.). ციხის ქვემო ტერიტორიაზე მდებარეობს ეგრისის მეფეთა სასახლე (IV ს.), სამნავიანი ბაზილიკა (V ს.), გუმბათოვან ეკლესიად გადაკეთებული სამნავიანი ბაზილიკა (VI ს.), სამსართულიანი სასახლე (VI ს.), კოშკიანი ჭიშკარი, აბანოები. ციტადელში დგას დარბაზული ეკლესია (VI-VII სს).
ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული კერამიკა, ბრინჯაოს ნივთები, სამკაული, სპილენძისა და ოქროს მონეტები. ნოქალაქევის ტერიტორიაზე გაითხარა წარმართული პერიოდის ქვევრ-სამარხები, სადაც მიცვალებულებს პირში მონეტა კოლხური თეთრი ედოთ. ნოქალაქევში აღმოჩენილია ასევე ორი აბანო. ერთი მათგანი განკუთვნილი იყო მეფე-დიდებულთათვის, ხოლო მეორე მოქალაქეებისა და გარნიზონისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბანოები მუშაობდა ცენტრალური გათბობის სისტემაზე.
დედამოკას ხეობა
![]() |
გაზაფხული თიანეთში |
თიანეთის ტერიტორია საშუალ-მაღალმთიანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს უკავია, მცირედ კი ჩადაბლებებს. ძირითადად გაბატონებულია ეროზიული, ძველ მყინვარული და წყალ-აკუმულაციური რელიეფის ფორმები.
დასავლეთით აღმართულია უმეტესად საშუალმთიანი ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთები. ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩოსმთა (3084 მ), რომელიც მდებარეობს ქედის ჩრდილო მონაკვეთზე. ქართლის ქედზე მდებარე სხვა მთებიდან მნიშვნელოვანია: სასვავეთავი (2780 მ), ელიასნიში (2265 მ), ჩარგლისთავი (2767 მ), შაშური (2112 მ), ხეობა (1492 მ) და სხვ. გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია უღელტეხილი ფუტკარული (2300 მ), რომელიც აკავშირებს არაგვისა და ივრის ხეობებს.
ქართლის ქედის გეოლოგიურ აგებულებაში ძირითადად მონაწილეობენ ცარცული ნალექები. გვხვდება ასევე იურული და პალეოგენური ნალექები. ქედი ატარებს ძველი გამყინვარების ნიშნებს – ცირკებს, კარებს და სხვ., რაც მოწმობს იმაზე, რომ წარსულში ქედმა გამყინვარება განიცადა. ქართლის ქედი მის სხვადასხვა ადგილებში განსხვავებული ჰიფსომეტრიული ნიშნულებით ხასიათდება. მაგ.: ჩრდილოეთით მდებარე მწვერალები სიმაღლეში 3000 მ-ს სჭარბობენ, სამხრეთის მონაკვეთის მთები კი 1400 მ-მდე დაბლდებიან. ჩრდილოეთით მდებარე ჭიჩოსმთასა და სამხრეთით მდებარე მთა დოლოშას შორის სიმაღლეთა სხვაობა უდრის 1666 მ-ს. ქართლის ქედი მეტ-ნაკლებადაა დანაწევრებული ხევ-ხეობებით. მისი კალთებიდან არაერთი მდინარე იღებს სათავეს მ.შ. აძეძი, ქუსნო, ხაშრულა, ძაღლიანთხევი, ხინჭებისხევი, წირდალისხევი, ჩარგლულა და სხვ.
დასავლეთით აღმართულია უმეტესად საშუალმთიანი ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთები. ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩოსმთა (3084 მ), რომელიც მდებარეობს ქედის ჩრდილო მონაკვეთზე. ქართლის ქედზე მდებარე სხვა მთებიდან მნიშვნელოვანია: სასვავეთავი (2780 მ), ელიასნიში (2265 მ), ჩარგლისთავი (2767 მ), შაშური (2112 მ), ხეობა (1492 მ) და სხვ. გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია უღელტეხილი ფუტკარული (2300 მ), რომელიც აკავშირებს არაგვისა და ივრის ხეობებს.
ქართლის ქედის გეოლოგიურ აგებულებაში ძირითადად მონაწილეობენ ცარცული ნალექები. გვხვდება ასევე იურული და პალეოგენური ნალექები. ქედი ატარებს ძველი გამყინვარების ნიშნებს – ცირკებს, კარებს და სხვ., რაც მოწმობს იმაზე, რომ წარსულში ქედმა გამყინვარება განიცადა. ქართლის ქედი მის სხვადასხვა ადგილებში განსხვავებული ჰიფსომეტრიული ნიშნულებით ხასიათდება. მაგ.: ჩრდილოეთით მდებარე მწვერალები სიმაღლეში 3000 მ-ს სჭარბობენ, სამხრეთის მონაკვეთის მთები კი 1400 მ-მდე დაბლდებიან. ჩრდილოეთით მდებარე ჭიჩოსმთასა და სამხრეთით მდებარე მთა დოლოშას შორის სიმაღლეთა სხვაობა უდრის 1666 მ-ს. ქართლის ქედი მეტ-ნაკლებადაა დანაწევრებული ხევ-ხეობებით. მისი კალთებიდან არაერთი მდინარე იღებს სათავეს მ.შ. აძეძი, ქუსნო, ხაშრულა, ძაღლიანთხევი, ხინჭებისხევი, წირდალისხევი, ჩარგლულა და სხვ.
![]() |
შემოდგომა თიანეთში |
თიანეთის მთავარი მდინარე იორია, იგი სათავეს 2800 მეტრის სიმაღლიდან ბორბალოს მთიდან იღებს, მისი შენაკადებია: მდ. ხაშრულა, საგამი, ქუსნო და სხვა მდინარეები. იორი და მისი შენაკადები თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობენ.
საქართველოს ნიადაგურ-გეოგრაფიული რელიეფის მიხედვით ერწო-თიანეთი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გავრცელებულია მცენარეთა ყველა ის სახეები, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში ხარობს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ამ მხარეში მოსახლეობას საშუალება მიეცა, მიწათმოქმედება და მეცხოველეობა განევითარებინა.განაგრძე
ზამთარი თიანეთში
No comments:
Post a Comment